საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია - მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში

2021 წლის 29-30 სექტემბერს  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო),  ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) და  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების  ცენტრი  (საქართველო) აწყობს  მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:

 

მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

 

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი

 მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

 

კონფერენციის სამუშაო თემები და სექციები:

  • მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL);
  • ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;
  • მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
  • ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;
  • ინტერკულტურული / მულტიკულტურული განათლების ასპექტები;
  • მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება;
  • ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.

საპანელო პრეზენტაციები: სასწავლო მასალა და დამატებითი წყაროები.

 

თეზისების მიღება 2021 წლის 20 ივლისამდე. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

თეზისები უნდა დარეგისტრირდეს საიტზე:  seltame.tsu.ge (მარჯვენა მხარეს მოცემულია სარეგისტრაციო ფანჯარა).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: seltame@tsu.ge

 

თარიღი: 18/06/2021